Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

II საერთაშორისო კონფერენცია ო რ ი ი ბ ე რ ი ა - ევროპის ორი კარიბჭე

 

მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტი და უნივერსიტეტის რელიგიის მეცნიერებათა ინსტიტუტი; სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტის ქრისტიანული და კლასიკური ლიტერატურის ფაკულტეტი სან ხუსტინო, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის: კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, არქეოლოგიის ინსტიტუტი, აკად. შოთა ძიძიგურის სახ. ბასკოლოგიის ცენტრი და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა იწყებენ განაცხადების მიღებას II საერთაშორისო კონფერენციისთვის „ორი იბერია: ევროპის ორი კარიბჭე“.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს „ღმოსავლეთ იბერიას“ უწოდებდნენ, ხოლო პირენეის ნახევარკუნძულზე ამჟამად მდებარე ესპანეთსა და პორტუგალიას - „დასავლეთ იბერიას“. ბერძენი გეოგრაფოსი სტრაბონი სახელით „იბერიელები“ იხსენიებდა როგორც კავკასიის იბერებს, ასევე „დასავლეთ იბერებს“ (გეოგრაფია, XI, II, 19). ეს ორი, ერთმანეთისგან დაშორებული რეგიონი საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა სხვადასხვა იმპერიის (რომაული, ბიზანტიური, არაბული, ოსმალური...) მიჯნაზე მდებარე ერთგვარ კარიბჭეეებს მრავალი ცივილიზაციისა და კულტურის გავრცელების გზაზე. ამავდროულად, ორი იბერია განასახიერებდა ევროპის იდეის საზღვრებსაც: ანტიკურ ხანაში ბერძენთათვის და რომაელთათვის ორივე იბერია იყო ცივილიზებული, ნაცნობი სამყაროს წარმოსახვითი მიჯნა - ერთგვარი კარიბჭე უცნობი სამყაროსკენ, როგორც ამას ჰესპერიდების, ამაზონებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის შესახებ მითები ასახავენ.

კონფერენცია ეძღვნება კავკასიური იბერიის და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლას, მათ რეცეფციას და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებსა და სავარაუდო კონტაქტებს. Oikoumene-ს ორი უკიდურეს წერტილს შორის კავშირის იდეა, რომელიც დამკვიდრდა ანტიკურ ხანაში, გრძელდება სხვადასხვა რეცეფციაში მე-15 საუკუნემდე, რაც ევრაზიის კულტურის ე.წ. ისტორიულ ცეზურას შეესაბამება, 3 განსაკუთრებით - ამ პერიფერიულ ქვეყნებში. იბერიის ცნების აღქმამ უძველესი ხანიდან ამ გარდამტეხ პერიოდამდე, რომელიც აღინიშნა 1453 და 1492 წლების მოვლენებით, შეუძლია ახალი შუქი მოჰფინოს ზოგიერთი ანტიკური იდეის (მაგ. ჰერაკლეს სვეტები, ამორძალები) გადააზრებას ცვალებად პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონტექსტში.

I საერთაშორისო კონფერენციის „ორი იბერია: ევროპის ორი კარიბჭე“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი, 12-14 ივნისი, 2024 წელი) წარმატების შემდეგ ეს არის ამ უნივერსიტეტების მეორე ერთობლივი ძალისხმევა, რომლის მიზანია ამ კვლევით სფეროებში ესპანეთ-საქართველოს სტაბილური თანამშრომლობის დამყარება.

 

შეთავაზებული სესიები/სექციები:

1- აღმოსავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე

2-დასავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე

3- ორი იბერია - კავშირი საუკუნეთა მანძილზე?

4. - ორი იბერია - ბიზანტიური მმართველობის დროს

5. - ორი იბერია - ისლამური მმართველობის დროს

6. - პალეო-იბერიული ენები -(აღმოსავლური და დასავლური)

7. ქართული და ესპანური ლიტერატურები: ურთიერთობები და თარგმანები 8. ქრისტიანობის განსაკუთრებული განვითარება ორ იბერიაში

 

მთავარი მომხსენებლები (სავარაუდო):

 

ალექსანდრე ჭკუასელი (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში)

პროფ. დრ. ვახტანგ ლიჩელი (არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)

პროფ. დრ. ბერნარ უტიე (ეროვნული სამეცნიერო კვლევების (CNRS) ემერიტუსი დირექტორი. სან დამასოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მადრიდი, ესპანეთი)

პროფ. დრ. ირენე პახონ ლეირა (კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტი, სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი)

პროფ. დრ. კახა შენგელია (კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, საქართველო)

პროფ. დრ. ხუან სიგნეს კოდონიერი (კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, ესპანეთი)

 

სამეცნიერო კომიტეტი (ანბანის მიხედვით):

თავმჯდომარეები:

ასოც. პროფ. დრ. ენკარნასიონ კასტრო პაესი (ძველი ისტორიის დეპარტამენტი, მალაგის უნივერსიტეტი, ესპანეთი)

პროფ. დრ. დავიდ ერნანდეს დე ლა ფუენტე (კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, ესპანეთი)

ასოც. პროფ. დრ. ეკატერინე კობახიძე (კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)

წევრები (UCM):

დანიელ დე ლა ფუენტე
მარია სანჩეს სერგუევა
დანიელ სანრომან

 

სამეცნიერო კომიტეტი (წინასწარი, ანბანის მიხედვით):

თავმჯდომარეები:

პროფ. ანა ისაბელ ხიმენეს სან კრისტობალი (რელიგიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, ესპანეთი)

აკად. პროფ. ჯაბა სამუშია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველო)

პროფ. კახა შენგელია (კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, საქართველო)

პროფ. ისაბელ ველასკეს სორიანო (კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, ესპანეთი)

 

წევრები:

 

ემერიტუს პროფ. პედრო ბარსელო (ძველი ისტორიის ინსტიტუტი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია)

პროფ. ფილიპო კარლა-უჰინკი (ძველი ისტორიის ინსტიტუტი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია)

პროფ. გურანდა ჭელიძე (ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო)

პროფ. გონსალო კრუს ანდრეოტი (ძველი ისტორიის დეპარტამენტი, მალაგის უნივერსიტეტი, ესპანეთი)

პროფ. ლევან გიგინეიშვილი (კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)

პროფ. პილარ გონსალეს კასადო (ქრისტიანული და კლასიკური ლიტერატურის სან ხუსტინეს ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტთაშორისი ენების დეპარტამენტის დირექტორი, სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტი, მადრიდი, ესპანეთი)

პროფ. ფრანსისკო ხ. გონსალეს პონსე (კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტი, სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი)

პროფ. ლევან გორდეზიანი (ძველი ისტორიის კათედრის გამგე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)

პროფ. ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი (ძველი ისტორიის დეპარტამენტი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, გერმანია)

პროფ. ტასილო შმიტი (ევროპული შესწავლის ინსტიტუტი, ძველი ისტორიის დეპარტამენტი, გერმანია)

პროფ. ტიმო შტიკლერი (ძველი ისტორიის დეპარტამენტი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, გერმანია)

 

კონფერენციის მხარდამჭერი ინსტიტუტები:

 

სხვა ინსტიტუტებთან ერთად, კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობენ შემდეგი ინსტიტუტები, ორგანიზაციები და საკვლევი ჯგუფები:

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში (მადრიდი)

ბოსფორო. გვიანანტიკური ხანისა და ბიზანტიის კვლევითი ჯგუფი (მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი)

ესპანეთის კლასიკური კვლევების საზოგადოება

ირანოლოგიის ესპანური საზოგადოება

ბიზანტინისტიკის ესპანური საზოგადოება

მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი - სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კავკასიის უნივერსიტეტი

 

განაცხადების მიღება

 

ჩვენ ვიწვევთ როგორც გამოცდილ მკვლევარებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, ასევე დოქტორანტებს, მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში.

კონფერენციის თარიღები: 2026 წლის 10-12 სექტემბერი

კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური და ესპანური

საკონფერენციო გადასახადი: რეგულარული რეგისტრაცია 150 ევრო (სტუდენტებისთვის: 75 ევრო)

თითოეულ მომხსენებელს გამოეყოფა ნახევარი საათი (მოხსენება - 20 წუთი, დისკუსია - 10 წუთი).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი თეზისები (300-600 სიტყვა) და მოკლე CV (100- 150 სიტყვა) 2026 წლის 15 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference2iberias2@gmail.com თემა: ორი იბერია II.

თეზისებთან და CV-სთან ერთად უნდა მიეთითოს ავტორის შემდეგი ინფორმაცია:

❖ სახელი და გვარი;

❖ აფილირება და პოზიცია;

❖ საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელ. ფოსტა);

❖ მოხსენების ენა;

ავტორებს სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ 2026 წლის აპრილის ბოლოს.

კონფერენციის პროგრამა მომზადდება 2026 წლის მაის-ივნისში.

შერჩეული ნაშრომები ანონიმური რეცენზირების შემდეგ გამოქვეყნდება პრესტიჟულ აკადემიურ გამომცემლობაში, რომელიც გამოცხადდება კონფერენციის დასასრულს.

ნებისმიერი შეკითხვისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე conference2iberias2@gmail.com ან შემდეგ მისამართებზე: e.castro@uma.es, davidahe@ucm.es, ekaterine.kobakhidze@tsu.ge.

თარიღი: 29/12/2025